saqarTvelos qedebi - namkordi

 

ისტორიული სახელწოდება: ნაშკოდრის ქედი.

ქედი სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის განშტოება, მდინარეების ტვიბერისა და წანერის აუზების წყალგამყოფი. იწყება ტიხტენგენის მწვერვალთან და მთავრდება მდინარეების ტვიბერისა და წანერის შესაყართან. ქედის უმაღლესი ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან 3911 მ. აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური ასაკის კრისტალური ფიქლებით, იურული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. ქედის კალთებზე ჩამოყალიბებულია შერეული ტყეების, სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური სიმაღლებრივი ლანდშაფტური ზონები.